გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას - თორნიკე რიჟვაძე ''ქართული ოცნების'' კანდიდატებს 

31 ოქტომბერი 2021, 13:55 661 ნახვა

მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება სიძულვილს დავუპირისპიროთ - სიყვარული, უკუსვლას - პროგრესი, ღირსების შელახვას - ერთმანეთის პატივისცემა - წერს სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. 

თორნიკე რიჟვაძე ''ქართული ოცნების'' კანდიდატებს გამარჯვებას ულოცავს. 

''ბათუმმა დიდი ტრაგედია გადაიტანა და ჩვენს ქალაქს არ მოუშუშებია ეს დიდი ტკივილი. ზუსტად ვიცით ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია და მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი შემართებით, თავდაუზოგავად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ქალაქებზე, სოფლებსა და დაბებზე. ერთად ყველაფერს შევძლებთ. გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას!'' - წერს თორნიკე რიჟვაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნების'' კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანს - 51.01% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის"  კანდიდატმა გიორგი კირთაძეს - 48,98%. 

რაც შეეხება ხელვაჩაურს „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ 44.99% და ხოლო ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ 55.00% მიიღო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში