15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა - ცესკო

30 ოქტომბერი 2021, 15:50 635 ნახვა

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ აქტიურად დაიწყო მანიპულირება თემით, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას.

მათივე ცნობით, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე, რომელზეც საუბარია, ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი.

ნათია იოსელიანის თქმით, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზიანს აყენებს ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი