ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 358 782 ამომრჩეველია.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6 პროცენტს.
ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 13.2 %.