აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევების გამო, დროებით 3 სკოლა და 4 საბავშვო ბაღი დაიხურა

29 ოქტომბერი 2021, 12:30 1123 ნახვა

აჭარის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, ამ ეტაპზე, სწავლების სრულიად დისტანციურ ფორმატზეა გადასული 3 სკოლა. 2 ბათუმში და ერთი ხულოში.

სწავლება ონლაინ ფორმატით მიმდინარეობს 68  ცალკეულ კლასში.

ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის - 0,84%, ხოლო მოსწავლეების – 0,52%-ს.

განათლების მინისტრის განცხადებით, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ აღნიშნულ დინამიკას და თუ შევინარჩნებთ იმ მაჩვენებლებს, რომლებიც გვაქვს, ლოკალურად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, შევძლებთ სასკოლო პროცესის გაგრძელებას. ამისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა.

,,აღსანიშნავია, რომ სკოლებში შიდა გადადება, გავრცელება ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა და ვიმედოვნებთ, რომ ასევე გაგრძელდება"- აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.

 აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 82, 3%.

მისივე თქმით, სკოლებში აქტიურად ხორციელდება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული, მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის რეგულაციების დაცვის მონიტორინგი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფრომაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია.

რაც შეეხება ბაღებს, ამ ეტაპისთვის, კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარის მასშტაბით დახურულია 4 საბავშო ბაღი და ცალკეული 2 ჯგუფი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი