კიევში მკაცრი კარანტინი ცხადდება

28 ოქტომბერი 2021, 18:24 1383 ნახვა

1-ელი ნოემბრიდან  კიევში  კოვიდ-19-თან დაკავშირებული გაუარესებული სიტუაციის გამო მკაცრი კარანტინი ცხადდება.სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, სავაჭრო ცენტრები,  რესტორნები და სასპორტო დარბაზები თანამშრომელთა და კლიენტების 100% ვაქცინაციის  შემთხვევაში  იმუშავებენ.კიევში ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად კოვიდინფიცირების ათასზე მეტი ახალი  და 50-მდე ლეტალური შემთხვევები ფიქსირდება.  იზრდება იმ პაციენტთა რიცხვიც, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებათ. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს,  იგი იმუშავებს, თუმცა მისით სარგებლობა იმ მგზავრებს შეეძლებათ, რომლებსაც ვაქცინაციის სერტიფიკატი ან  პი-სი-არ ტესტის  უარყოფითი პასუხი ექნებათ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში