სომხეთში აუცრელი პაციენტების მკურნალობა შესაძლოა ფასიანი გახდეს

28 ოქტომბერი 2021, 13:55 983 ნახვა

სომხეთში 1-ელი დეკემბრიდან კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აუცრელ  პაციენტებს კოვიდინფიცირების შემთხვევაში სამედიცინო ხარჯების დაფარვა შესაძლოა თავად დაეკისროთ.  

ამ ინიციატივას ამჟამად   ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ.  უწყების პრესმდივნის თქმით, ასევე მუშავდება ცვლილებების პაკეტი, რომელიც კორონავირუსზე უარყოფითი პი-სი-არ  ტესტის ან ვაქცინაციის მოწმობის წარდგენას რესტორნებში, საკონცერტო დარბაზებში და საზოგადოებრივი თავშეყრის კიდევ სხვა ადგილებში ითვალისწინებს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ  დღის წესრიგში  ფასიანი ვაქცინაციის საკითხი არ დგას,  და რომ,  მოქალაქეებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში