გენერალი მილი - ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია

28 ოქტომბერი 2021, 09:46 846 ნახვა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია.

გენერალმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხედრო შეიარაღება ძალიან სწრაფად ფართოვდება. მისი თქმით, რაკეტამ სამიზნის მიღწევამდე დედამიწას დაბალ ორბიტაზე შემოუარა.

რაკეტის გამოცდის ფაქტს უარყოფს ოფიციალური პეკინი. მათი ცნობით, ჩინეთში არა ზებგერითი რაკეტა, არამედ კოსმოსური ხომალდი გამოცადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში