„ბლუმბერგი“ - თურქეთმა სირიაში დამატებითი ძალები გააგზავნა

28 ოქტომბერი 2021, 09:46 564 ნახვა

„ბლუმბერგის“ ცნობით თურქეთმა მიმდინარე კვირაში სირიის ჩრდილოეთში დამატებით რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნა და შესაძლოა აშშ-სგან მხარდაჭერილ ქურთებს თავს დაესხას. გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება, დაეხმაროს თურქეთის პრეზიდენტს, რომ გააძლიეროს საშინაო მხარდაჭერა და ზეწოლა მოახდინოს აშშ-სა და რუსეთზე ქურთული სამხედრო ჯგუფების შეკავების მიზნით. 

მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქურთული „სახალხო დაცვის შენაერთის“ მხრიდან განხორციელებული თავდასხმების და ტერორისტული საფრთხის გამო, თურქეთი ახალ სამხედრო კამპანიას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში