ბათუმში მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით. სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია.