ისევ თავისუფლების მოედანი და ისევ აქცია, თუმცა ამჯერად არა ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის. ქართულ ოცნებაში ჯერ კიდევ 2 დღის წინ დაანონსეს, რომ დღეს საარჩევნო კამპანიას შეაჯამებენ.
ამის მიუხედავად, მათივე მხარდამჭერების ნაწილი ამბობს, რომ თბილისში სხვა მიზნებისთვის - ქორწილში, ზოგიც კი სამძიმარზე მიდის. საჯარო სამსახურების თანამშრომელთა ნაწილი კი აცხადებს, რო მ შეკრებაზე წასასვლელად შვებულება აიღო.
აქცია 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, აქციას დაესწრებიან პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები აჭარიდანაც.