გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით აჭარას 15 გადამზადებული გიდი ჰყავს. მათ ბინოკლები, სპეციალური ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიაზე ტრენინგ-კურსი შეაჯამეს და რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ტრენინგის ფარგლებში გიდებმა მტაცებელი ფრინველების სახეობებისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო აღჭურვილობის მოხმარების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. საკუთარ გამოცდილებას ისინი ტურების დაგეგმვის დროს გამოიყენებენ და გამოცდილებას ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებს გაუზიარებენ.
პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდა.