ჩინეთში ათობით ათასი ადამიანი კარანტინში გადაჰყავთ

27 ოქტომბერი 2021, 09:40 914 ნახვა

ჩინეთში კვლავ ათობით ათასი ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში. მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად ინფექციის სწრაფ გავრცელებას ასახელებს.

დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მთავარი მიზანია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები არ გადაიდოს. ასევე უკვე დამტკიცდა და დღეიდან ქვეყანაში 3-11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა იწყება.

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 76% სრულადაა ვაქცინირებული. დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის პერსონალისთვის ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს. 

სავალდებულო ვაქცინაცია იგეგმება კაფე-ბარების, სალონებისა და სასპორტო დარბაზების თანამშრომლებისთვის ახალ ზელანდიაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი