საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა წააგო.
საქართველოს ნაკრები გასვლაზე სლოვაკეთთან 2-0 დამარცხდა.
38-ე წუთზე მიკოლაიოვამ ანგარიში გახსნა. 2 წუთში კი სურნოვსკამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
ამ დროისათვის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 3 წაგებით ჯგუფში ბოლო მეხუთე ადგილზე იმყოფება.
შემდეგი მატჩი გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილ გუნდს 31 ნოემბერს გასვლაზე ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.