არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ სრულად გამოირიცხოს ყველა რისკი. მესამე სექტორი მთავრობას ურჩევს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე უსაფრთხოების ყველა რისკი.