„სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, ამ თემაზე ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ „ახალ ტალღასა“ და ესტონეთის ქ.ვალგას პროფესიულ სასწავლებელს შორის ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ფორუმი ორმხრივ ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, სადაც გაცვლითი პროგრამით: კოლეჯის მენეჯმენტი, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები გადამზადდებიან. დუალური სწავლების მოდელი პირველ ეტაპზე ტურიზმის და სამშენებლო მიმართულებებს შეეხება.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები, ასევე პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან კოლეჯის პარტნიორ ბიზნეს კომპანიებში.