დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საერთო ინფიცირების რიცხვიდან დაახლოებით 15% მოზარდებზე მოდის.
ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის პირობებში კოვიდით 9 ბავშვი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ჩვილი.
''კორონავირუსით დაინფიცირდა 103 927 - 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი. აქედან 6 979 დაჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და ცხრა იყო ლეტალური გამოსავალი. თუ არ ჩავთვლით სამ ჩვილს, დანარჩენ შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება'' - განაცხადა გამყრელიძემ.