25 000 კილოგრამი კარტოფილი სარფიდან ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს

25 ოქტომბერი 2021, 12:07 1866 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალება, სადაც 25 000 კილოგრამი კარტოფილით იყო დატვირთული უკან დააბრუნეს.

უწყების ცნობით, აღებულ ნიმუშებში  ჯანმრთელობისთვის საშიში ორგანიზმები აღმოჩნდა. 

''ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ (მონიტორინგის გეგმის შესაბამისად), კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება'' - აცახდებენ უწყებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში