კლინიკა „მედცენტრიდან“ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი გაწერეს. 37 წლის კაცმა კლინიკაში 15 დღე გაატარა. იგი ჯერ რეანიმაციაში იმყოფებოდა, შემდეგ კი – პალატაში. 37 წლის კაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა.
იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს. დაახლოებით 9 საათი მან ნანგრევებში გაატარა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის.