შეწყვიტე ვითომ შიმშილობა - მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილს

24 ოქტომბერი 2021, 18:18 831 ნახვა

მიხეილ სააკშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში  ქადაგებისას ისაუბრა. მეუფე სტეფანემ თქვა, რომ უწმინდესმა სააკაშვილს გაუგზავნა სეფისკვერი და ლოცვა-კურთხევა , „მიიღოს ის წყნარად და მშვიდად გააგრძელოს სინანულით ცხოვრება“.

მეუფე სტეფანის თქმით, როდესაც პრეზიდენტი ხარ „თავში არ უნდა აგივარდეს და ყველაფერი შენი არ უნდა გეგონოს, რადგან ამას ციხეც შეიძლება მოჰყვეს“. მეუფე სააკაშვილს“ ვითომ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს“ და აცხადებს რომ „ნუ ეპოტინება ხელისუფლებას“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში