ეპიდვითარება და სკოლები

23 ოქტომბერი 2021, 20:20 1297 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი არ იკლებს. დღე-ღამეში  4000-ზე მეტი კოვიდ ინფიცირებული და ათეულობით გარდაცვლილი გვყავს.

ინფიცირების 4 467 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 119 აჭარაში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსს 42 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601-ს შეადგენს.

აჭარაში სრულად დახურულია ხუთი სკოლა.  სხვადასხვა სკოლის 110 კლასი კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში