უფლებადამცველი: „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს თანამშრომლების ნაწილი ტოვებს

20 ოქტომბერი 2021, 15:02 8702 ნახვა

„აჭარა ტექსტილის“ ბობოყვათის ფილიალში თანამშრომელთა ნაწილი სამსახურს პროტესტის ნიშნად ტოვებს. მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა, რაც დამსაქმებელმა არ დააკმაყოფილა.

ირკვევა რომ მოქალაქეებს  „აჭარა ტექსტილისგან“ დასაქმების შეთავაზებით მოკლე ტექსტური შეტყობინება მისდით, სავარაუდოდ  ძველი თანამშრომლების ჩასანაცვლებლად.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობამ ტექსტილის თანამშრომლებს უთხრა, რომ ხელფასების გაზრდის ნებას ხელისუფლება არ იძლევა, რაც თამაზ ბაკურიძის შეფასებით აბსურდულია. ბაკურიძე ხელისუფლების პასუხისმგებლობას შრომის კოდექსის დახვეწის ნაწილში ხედავს.    

კომპანიის  დირექტორს დავუკავშირდით, თუმცა რატომ არ უზრდიან ხელფასს თანამშრომლებს - გია ლომინაძე არ გვპასუხობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი