იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა, - ინფორმაციას როიტერი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ვულკანური ფერფლი ჰაერში 3 500 მეტრ სიმაღლეზე აიჭრა.
მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია, რომ მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვულკანის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, მთას არ მიუახლოვდნენ.