ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 9000-მდე საწოლი, დაკავებულია 5679.
მისივე განცხადებით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, თავისუფალი საწოლფონდი ძირითადად თბილისსა და აჭარაშია.
"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რაოდენობაა 1300, რეანიმაციაში რჩება 269 პაციენტი.
ვაქცინაციის მარათონის აქტივობა ზოგან მეტია, ზოგან ნაკლები. გასულ 24 საათში დაფიქსირდა 5 500-მდე აცრა, რაც კვლავ დაბალია. მთავარი პრიორიტეტი ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაა.
ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის 12%, რაც წინა პერიოდთან შედარებით დაბალი მაჩვენებლია, რაც ვაქცინაციით არის განპირობებული, ასევე შესაძლოა შემთხვევები მსუბუქია და საჭირო არ არის.
ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება, დაახლოებით 9000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მე-4 ტალღის შუა პერიოდში მობილიზებული დარჩა, აქედან დაკავებულია 5679. დღეს უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდია თბილისსა და აჭარაში, გამომდინარე ვაქცინაციის მაღალი მაჩვებლებიდან. დღეს თბილისსა და აჭარაში ინფიცირების ტემპი ყველაზე დაბალია, ამიტომ ამ საწოლფონდს ბუნებრივია ვიყენებთ სხვა რეგიონებისთვის"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.