ქუჩა ე.წ ურეხის დასახლებაში, რომელზეც გადაადგილებას მძღოლები თავს არიდებენ. მამია ვარშანიძის ქუჩა ამორტიზებულია. შესაბამისად, გართულებულია მოძრაობა მანქანებისა თუ მინიციპალური ტრანსპორტისთვის. გასულ წელს ქუჩის ორმული შეკეთება ჩვენ მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ მოხდა. დღეს ბათუმის მერიაში პასუხი არ მიგვიღია, თუმცა რეპორტაჟის შედეგს დაველოდებით.