სერვისის გაუმჯობესება - ტრენინგი სოფლებში

19 ოქტომბერი 2021, 10:03 1627 ნახვა
00:00
00:00

როგორ ვმართოთ საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები? -თემაზე აჭარის მაღალმთიანეთის შემდეგ ტრენინგები ქობულეთის მუნიციპალიტეტში იმართება სფეროში დასაქმებულთათვის.

შეხვედრაზე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები გაეცნენ, თუ როგორ დანერგონ ტურისტული პროდუქტები,  როგორ მოაწყონ და შექმნან სერვისები, რომლებიც მიმზიდველი იქნება ვიზიტორებისთვის.

ტურიზმის დეპარტამენტმა სერვისების სფეროში  აჭარის 26 სოფლიდან  250 ზე მეტი კვებისა და განთავსების სფეროში დასაქმებული ადამიანი გადაამზადა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი