მოსკოვის სარკისებრი პასუხი

18 ოქტომბერი 2021, 18:34 756 ნახვა

რუსეთის ხელისუფლება მოსკოვში  ნატოსთან სამხედრო მისიის მუშაობას წყვეტს და 1-ელი ნოემბრიდან მის თანამშრომლებს აკრედიტაციას უჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.   მანადე ნატოში განაცხადეს, რომ ალიანსში რუსეთის წარმომადგენლობის 8 თანამშრომელს აკრედიტაცია შეუჩერეს და პერსონალის რაოდენობა 10-მდე შეამცირეს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით,  ნატო ღია რჩება რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და გააგრძელებს რუსეთ-ნატოს  საბჭოს ფარგლებში შეხვედრებისკენ მოწოდებას. დღესვე მოსკოვმა საპასუხო ზომები მიიღო  და რუსეთში  ნატოსთან სამხედრო მისიის მუშაობის შეჩერებასთან ერთად , მისი საინფორმაციო ბიუროც დახურა.  ნატოში რუსეთის მუდმივი წარმოადგენლობა ასევე აჩერებს მუშაობას 1-ელი ნოემბრიდან. რუსეთი და ნატო ურთიერთობებს ბელგიაში რუსეთის საელჩოს მეშვეობით გააგრძლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში