მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვიდექი თქვენთან ერთად - არჩილ ჩიქოვანი

18 ოქტომბერი 2021, 17:41 1616 ნახვა

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოხატა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

"კიდევ ერთხელ, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ჩვენს ქალაქს დაატყდა თავს. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მხოლოდ მედია საშუალებებით შემეძლო მედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი, მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ ვიდექი აქ თქვენთან ერთად, თქვენს გვერდით. დღეს უკვე მომეცა საშუალება მოვსულიყავი ტრაგედიის ადგილზე. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩემს ბათუმელებსა და სრულიად საქართველოს", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი