კორონავირუსის შემთხვევების გამო ქობულეთში 3 საბავშო ბაღი დაიხურა.
სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა დაბა ჩაქვის, სოფელ დაგვას და სოფელ მუხაესტატეს საბავშვო ბაღებში. კოვიდი 4 აღმზრდელს, 2 ხელმძღვანელს და რამდენიმე აღსაზრდელს დაუდასტურდა.
გარდა ამისა, კოორნავირუსის შემთხვევების გამო, 4 საბავშვო ბაღში ცალკეული ჯგუფები დაიხურა.
ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, წყარო ძირითადად ოჯახური კლასტერებია და ბაღის შიდა სივრცეს არ უკავშირდება.
მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მოხდა ბაღების დახურვა, სავარაუდოდ 12 დღით.
რაც შეეხება სკოლებს, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ოთხ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში დაფიქსირდა, აღნიშნულ კლასებში სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გამო, 14 საჯარო სკოლის 30 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.