კორონავირუსის მეხუთე ტალღა

17 ოქტომბერი 2021, 18:03 1505 ნახვა

ბოლო დღეებია ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 5000-ს ფარგლებშია, სპეციალისტები  ეპიდემიის დამარცხების ერთადერთ გზად  ვაქცინაციას ასახელებენ, თუმცა აცრის მსურველთა რიცხვი იკლებს. ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, აცხადებენ რომ ვაქცინაციის პოპულარიზაცია ქვეყანაში არ ხდება. 17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია  1  911  877 აცრა. მათ  შორის  სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.5 მეათედი პროცენტი.

16 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში 4 681 ადამიანი აიცრა.რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას. ვირუსი ბოლო დღე-ღამეში კიდევ  4 581 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის აჭარაში 161-ს. კოვიდ 19-ს ბოლო 24  საათში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში