"შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

17 ოქტომბერი 2021, 12:00 935 ნახვა

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" რაგბის ევროპის სუპერთასზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში "შავმა ლომმა" ისრაელის "თელავივ ჰითი" 33-10 დაამარცხა.

23 ქულიანი სხვაობით მოგების შემდეგ ქართულმა ფრენჩაიზმა ბონუს ქულაც ჩაიწერა და 5 ქულა მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი "შავი ლომი" გასვლაზე "ლოკომოტივ პენზასთან" 23 ოქტომბერს გამართავს. ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი