COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი გრძელდება. მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფები ქალაქის მასშტაბით ერთდროულად 10 ლოკაციას ამოწმებენ. მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების მონიტორინგი ყოველდღიურად ხორციელდება.
ინსპექციის თანამშრომლები პარალელურად უბილეთო მგზავრობასაც აკონტროლებენ. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ტარდება კანონის შესაბამისი ღონისძიებები. ვიდეო მასალა მუნიციპალურმა ინსპექციამ მოგვაწოდა.