პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 433 პირი, რომელთაგან 309 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 59 მილიონ 540 ათასი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 89 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.