გახარიის პარტიის კონსულტაციები

15 ოქტომბერი 2021, 20:29 1740 ნახვა

ბათუმის 35 წევრიან საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს „ქართული ოცნება“ პროპორციული სიით, რომელსაც დაემატება მაჟორიტარები. ჯამში სახელისუფლებო პარტიას სავარაუდოდ ეყოლება 16 დეპუტატი. ასევე წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12  წევრი შეჰყავს საკრებულოში + 3 მაჟორიტარი 1 პროპორციული მანდატი კი ლელოს ერგო.ამ მოწვევის საკრებულოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც 3 წარმომადგენელი ეყოლება. ჯამში ოპოზიცია 19 დეპუატატით იქნება წარმოდგენილი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში