აცრა უფასო ხნა-თესვის სანაცვლოდ

15 ოქტომბერი 2021, 20:24 1529 ნახვა

ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაა. გაჟღერებული წამახალისებელ  ინიციატივაზე, ფერმერთა ნაწილი ფიქრობს, რომ  ხელისუფლება მსგავსი იდეის საშუალებით ვაქცინაციის სტატისტიკასაც გაზრდის და  სოფლის მეურნეობასაც  შეუწყობს ხელს განვითარებაში. ნაწილი კი მიიჩნევს რომ მოქალაქეებმა მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ჯერ საკუთარი თავის დასაცავად შემდგომში კი  თანამოქალაქეებისთვის და  რაიმე  წამახალისებელი ღონისძიების გატარება ამისთვის არ უნდა დასჭირდეს ხელისუფლებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში