აქცია „თავისუფლება მიშას“ რუსთაველზე

14 ოქტომბერი 2021, 19:41 947 ნახვა

მიხელ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, ქვეყნის მთავარ მოედანზე 2 საათია მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.  შეკრებილებს თავისუფლების მოედანი მთლიანად შევსებული აქვთ. ერთ-ერთმა პირველმა, აქციის მონაწილეებს მიმართა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  და სცენიდან საზოგადოებას მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის წერილი წაუკითხა. „ჩემი უპირველესი ნატვრაა ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებითა და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით“ ეს არის ციტატა წერილიდან. გამომსვლელებს შორის პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც არიან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი