COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად ჯანმომ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა

14 ოქტომბერი 2021, 10:00 725 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 240 მილიონს უახლოვდება.  გასულ დღე-ღამეში რუსეთში COVID-19-ით 1000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

სახმელეთო საზღვრებს სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ნოემბრიდან გახსნის ამერიკის შეერთებული შტატები.

მონაცემების მატების გამო კი კოვიდ პასპორტების წარდგენა მოუწევთ ნიგერიაში საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს.

45 დღით ქორწილები აიკრძალა კონგოს რესპუბლიკაში.

COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი