აჭარაში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი 

14 ოქტომბერი 2021, 11:12 777 ნახვა

14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 134 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 448 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  აჭარაში - 433.

მძიმე პაციენტია 80, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  18  პირი.

889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 451 - თბილისში, 252 - აჭარაში.

26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 442 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი