პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

13 ოქტომბერი 2021, 14:12 1035 ნახვა

პოლონეთში საქართველოს სამი, რუსეთის ორი, ეგვიპტის, ირანის, უკრაინის და გერმანიის მოქალაქეები არალეგალი მიგრანტების ევროპაში გადაყვანის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერის ანა მიხალსკას მონაცემებით, თვის დასაწყისიდან 57 ადამიანია დაკავებული, რომლებიც მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ. პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში ბელარუს-პოლონეთის საზღვრის 538 არალეგალურად გადაკვეთის ფაქტი გამოვლინდა.  

წლის დასაწყისიდან კი ბელარუსიდან პოლონეთში და შემდგომ ევროპის ქვეყნებში შეღწევის მცდელობის 17 ათასი ფაქტია გამოვლენილი.  არალეგალი მიგრანტების უმეტესობა ერაყის მოქალაქეა. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი