16-17 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქში პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 5 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.
საფრანგეთში ასპარეზობას სულ 48 ქვეყნის 293 ძიუდოისტი გეგმავს. პარიზში გამოვლენ: ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე და ეთერ ლიპარტელიანი. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი მარგველაშვილი ერთი წონით მაღალ კატეგორიაში გამოვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაჟა წონას იცვლის - ცვლილება მხოლოდ დროებითია. გრიგალაშვილმა და ლიპარტელიანმა ტოკიოში მე-5 ადგილები დაიკავეს, ხოლო მაისურაძეს და სანებლიძეს ოლიმპიადაზე არ უჭიდავიათ.