დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საქართველოშიც აქტიურად ხორციელდება დაავადების პრევენციისა და სამკურნალო პროგრამები. რისკ ჯგუფებში შიდსის გამოვლენისა და დაავადების შემცირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სახელმწიფოც ზრუნავს. მოქმედებს “უსაფრთხო სისხლი”-ს პროგრამა, რომლითაც გამოკვლევები ტარდება ინფექციურ დაავადებებზე. 2015 წლიდან კი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ინფიცირებულთა პირველი რიგის მკურნალობა. შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების სხვდასხვა აქტივობები გაიმართა. მათ შორის კავშირმა იმედმა შიდსზე, ცე ჰეპატიტსა და სიფილისზე მსურველებს უფასო ტესტირება ჩაუტარა.