აზერბაიჯანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

13 ოქტომბერი 2021, 10:54 737 ნახვა

აზერბაიჯანში სატვირთო ავტომობილისა და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი-მარდაკანის გზატკეცილზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი