დიდი ოცეულის ლიდერებმა ავღანეთის საკითხზე ვირტუალური სამიტი გამართეს

13 ოქტომბერი 2021, 09:54 656 ნახვა

დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებმა ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით ვირტუალური სამიტი გამართეს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთს ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილებაში დაეხმარებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის, ინდოეთისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერები.

დიდი ოცეულის ვირტუალურ სამიტში მონაწილეობა არ მიიღეს რუსეთისა და ჩინეთის პირველმა პირებმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „თალიბანს“ დახმარება პირდაპირი გზით არ უნდა მიეწოდოს და ქვეყანას დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით უნდა დაეხმარონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი