დღეს სერიოზული ნახტომი გვაქვს - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

12 ოქტომბერი 2021, 14:12 803 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებელი ნახტომისებურად გაიზარდა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა მეხუთე ტალღა მძიმე იქნება. 

„ახალი შემთხვევების დღევანდელი სტატისტიკა ცნობილია, დღეს გვაქვს სერიოზული ნახტომი. როგორც წინა კვირაში გაუწყებდით, ახალი შემთხვევების მატების დინამიკა გამოჩნდა. ყოველ სამშაბათს, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იყო 600-700 მეტი და ა.შ. დღეს კი დაახლოებით 2 000 მეტია ახალი შემთხვევების ოდენობა.

გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, ინციდენტობა, ასევე დადებითობის მაჩვენებელი. ის 10%-ს ასცდა.ძალიან საყურადღებოა, რომ 1.43 %-დეა რეპროდუქციის ინდექსი. სიკვდილიანობა მოდის ქვემოთ, დღეს 37. 

სამწუხაროდ, 18 სექტემბრიდან თანდათანობით და განსაკუთრებით ოქტომბერში მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი. საშუალო გვაქვს 7 000-ის ფარგლებში, რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ გავზარდეთ აცრის მაჩვენებელი, მაშინ რა თქმა უნდა, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში