დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო. ტრავმის გამო "ჯვაროსნებს" გიორგი მიქაუტაძეც გამოაკლდა, ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ.
პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბათუმში გაიმართა და კოსოვოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ბოლო შეხვედრა კი ჯვაროსნებმა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და 0:2 დამარცხდნენ.
ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრები ერთი ქულით, ტრადიციულად ბოლო ადგილზე იმყოფება. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.