ბათუმის ტრაგედია გლოვის დღე

11 ოქტომბერი 2021, 19:36 1440 ნახვა

ამბავი, რომელმაც ქვეყანა კიდევ ერთხელ გააერთიანა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია, საქართველო კიდევ ერთხელ გლოვობს. 8 ოქტომბერს სხვის სურვილებს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგიკულად დაღუპულთაგან 4 გუშინ დაკრძალეს,   5-ს კი უკანასკნელ გზაზე ხვალ გააცილებენ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიუსამძიმრეს. პარალელურად მე-3 დღეა გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 26 მაისის ქუჩაზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში - გლოვის კედელზე - მოქალაქეები სანთლებს ანთებენ, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. პარასკევს, 8 ოქტომბერს, 26 მაისის 13 ნომერში, კორპუსის 1 სადარბაზო მიწასთან გასწორდა და 9 ადამიანი იმსხვერპლა,მათ შორის არასრუწლოვნები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი