დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა გროვდება

11 ოქტომბერი 2021, 14:45 768 ნახვა

„სიყვარულით ბათუმისთვის“- ამ სლოგანით ბათუმელები და არა მარტო ბათუმელები დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ერთიანდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია  ''იალქანი'' დაზარალებულ ოჯახებს მოქალაქეების მიერ შეგროვებულ  პირადი მოხმარების და საყოფაცხოვრებო  ნივთებს გადასცემს.

ამ დროისთვის ორგანიზაციის  ანგარიშის ნომერზე 29 ათას 107 ლარია შეგროვებული და ყველა დაზარალებულ ოჯახს თანაბრად გადაეცემა.

ნივთების მოწოდება მსურველებს ჭავჭავაძის 27  ნომერსა და და ზუბალაშვილის 31-ში შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში