თათრეთში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

11 ოქტომბერი 2021, 09:37 733 ნახვა

თათრეთში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 10 ოქტომბერს, რუსეთის დროით ათის 5 წუთზე ელ-410 ტიპის თვითმფრინავმა აფრენიდან რამდენიმე წუთში ავიაკატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავი აფრენის შემდეგ აეროდრომთან რამდენიმე კილომეტრზე ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ბორტი 19 ადამიანზე იყო გათვლილი. თვითმფრინავში კი სულ 22 პირი იმყოფებოდა. ავიაკასტროფას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანარჩენი 6-ის მდგომარეობა მძიმეა. 

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს მარცხენა ძრავი გაეთიშა, რის გამოც შესაბამის სიმაღლეზე აფრენა ვერ მოახერხა და ამოტრიალდა. საგამოძიებო უწყება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობას, რაც თვითმფრინავის გადატვირთვას უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი