ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩაქვში. ცოტა ხნის წინ ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა.
თვითმხილველების თქმით, მოგვიანებით ორ სატვირთო და ერთ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილია ხუთი პაციენტი.
ექიმის განმარტებით, ოთხი ადამიანი მსუბუქადაა დაშავებული, ერთის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა. მას მოტეხილობები აღენიშნება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამ ეტაპზე დამატებითი კვლევები უტარდება.
მსუბუქად დაშავებულ პირებს კლინიკიდან დღესვე გაწერენ.
შემთხვევის ადგილას პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის გამო გადაადგილება გართულებულია და საავტომობილო გზაზე საცობია.