საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.
დღეს, 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე მივა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.