''ნიკოს სტიპენდია“

10 ოქტომბერი 2021, 18:37 5152 ნახვა

რამდენიმე კვირის წინ თბილისში, ვერაზე მოკლული Feeds​–ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში შენობის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს.  ოჯახი  განცხადებას ავრცელებს.  “ დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოსცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა.

ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა - "ნიკოს სტიპენდიაა". ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ "ნიკოს სტიპენდიას", რომლითაც იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. „-აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი